01:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-17 16:51:43, 1415 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის მისურის შტატში ტორნადოს 5 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ი ცნობით, ტორნადომ აშშ-ის მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, სულ მცირე, 5 ადამიანი იმსხვერპლა, 5000-მდე შენობა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. ადამიანების დაღუპვა და ნგრევა ნამდვილად საშინელებაა“, - განაცხადა ქალაქის მერმა, კარა სპენსერმა.

ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, ადგილზე 17 სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics