02:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:23:58, 783 ნახვა

კომენტარი
თამარ ხიდაშელი: მიუღებელია კარასინის თითის ქნევა სუვერენული სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება" - "რესპუბლიკელების" წევრი თამარ ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაზე საგანგაშოა ის რიტორიკა, რომელიც ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთან არის თანხვედრაში.

გრიგორი კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრსა და საქართველოს პრეზიდენტზეც გააკეთა კომენტარი.

„მინდა ბატონი გრიგორი კარასინის სრულად თავხედურ მოსაზრებას გამოვეხმაურო. გამოვეხმაურა მის თითის ქნევას სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს რიტორიკა სამწუხაროდ იმ რიტორიკასთან, იმ ანტიდასავლურ და პრორუსულ რიტორიკასთანაა თანხვედრაში, რომელიც უკვე ქვეყნის შიგნითაც საკმაოდ ხშირად გვესმის“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

როგორც კარასინმა ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის მისამართით გაიზარდა პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, მათ შორის პრეზიდენტისგანაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics