10:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 16:10:51, 759 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - პუტინი ისე იქცევა, როგორც ყოველთვის, საჭიროა დამატებითი სანქციები

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზების უპასუხოდ დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "პუტინი ისე იქცევა, როგორც ყოველთვის".

პისტორიუსის თქმით, საჭიროა კონკრეტული საპასუხო ნაბიჯების გადადგმა "როგორც დამატებითი სანქციების დაწესების სახით, ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებით".

11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა. ამით რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას.

11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა. 

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics