|
2025-05-11 14:23:49, 823 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ვლადიმერ პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ კი - ზავზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლებაში სწორად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. ზახაროვას განმარტებით, პუტინის შეთავაზება ითვალისწინებს პირველ რიგში მოლაპარაკებებს კონფლიქტის ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბარს. „ბანკოვას [ქუჩა კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისი მდებარეობს] რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. პუტინმა ნათლად თქვა: პირველ რიგში, საუბარი ძირეულ მიზეზებზე, შემდეგ კი შესაძლებელია საუბარი ზავზეც“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა წუხელ უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე 15 მაისს, სტამბოლში უნდა დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)