13:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-17 13:44:51, 717 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ ენერგო-კონფერენციას უმასპინძლა

„თიბისი ბანკის“ ორგანიზებით და ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით „თიბისი ბანკის“ საკონფერენციო დარბაზში ენერგო-კონფერენცია გაიმართა. 

კონფერენცია სახელწოდებით „საინვესტიციო შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოს ენერგეტიკის სფეროში“ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა - კახა კალაძემ გახსნა. 

როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, ენერგო-კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე    მთავრობის წარმომადგენლებს, სექტორის ძირითად მოთამაშეებსა და დარგის სპეციალისტებს შორის გამოცდილების გაზიარება. 

ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების მიხედვით „თიბისი ბანკის“, როგორც წამყვანი ქართული  ბანკის  საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტია ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერა და დარგის განვითარების ხელშეწყობა. „თიბისი ბანკს“   ბოლო ხუთი  წლის განმავლობაში 150 მლნ ლარით ათამდე ენერგეტიკული პროექტი აქვს დაფინანსებული. 

„ენერგო-კონფერენცია საშუალებას მოგვცემს სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, როგორც   მარეგულირებელი ორგანოების, ასევე საქართველოსა და უცხოეთში ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლების თვალით. აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ბანკი მასპინძლობს, რადგან  საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია ქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხში“, – განაცხადა“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერმალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.   

მსგავსი მასშტაბის ენერგო-კონფერენცია საქართველოში პირველი პრეცენდენტია, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი კომერციული ბანკია.

კონფერენციას დაესწრნენ  ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის,   საქართველოში მოქმედი  ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და  USAID  წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics