08:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 14:57:27, 711 ნახვა

რეგიონი
კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა

კახეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო და კომპიუტერული ინვენტარი გადაეცა.

ტექნიკა  ყველა რაიონულ სამსახურში განაწილდა. სამედიცინო მოწყობილობებით კი, რეგიონის ეკიპაჟები სრულად აღიჭურვა.

ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.

"სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს დღეს სამედიცინო ინვენტარი გადაეცა. შესაბამისი სწავლება უტარდება მედპერსონალს. ასევე, რაიონული სამსახურებისთვის ჩამოვიტანეთ კომპიუტერული ტექნიკა. ყოველივე ეს კი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება მიიღოს“, - განაცხადა დავით ტორუამ.

დეფიბრილატორები, კარდიოგრაფები, პორტატული პულსოქსიმეტრები, ხერხემლის საიმობილიზაციო და სატრაქციო, ასევე ზემო კიდურის უნივერსალური არტაშნები, კომბინირებული საინტუბაციო მილები, მექანიკური მქაჩები, ჟანგბადის პორტატული ბალონები, პედიატრიული უნივერსალური კისრის საყელოები, სამედიცინო ჩანთები, ოროფარინგიალური მილები, მაკრატლები, ჟანგბადის რეზერვუარიანი ნიღბები და სისტემა-დოზიმეტრები - 20-მდე დასახელების სამედიცინო ინვენტარი, კახეთის სასწრაფო დახმარების ყველა ეკიპაჟს გადაეცა.

ასევე, რაიონულ სამსახურებში  კომპიუტერული ტექნიკა განაწილდა, რომლის მეშვეობითაც ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთო.

ახალი სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის, მედპერსონალს ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ბაზაზე, შესაბამისი ტრენინგიც ჩაუტარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics