2015-02-07 14:25:14, 387 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ვეთანხმები იმას, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ
„ვეთანხმები იმას, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე გამოსაცდელი ვადით უნდა ინიშნებოდნენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.
"მე ვიზიარებ ალექსანდრე ბარამიძის მოსაზრებას. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ის, რაც წერია კონსტიტუციაში, მომწონს. ბევრი რამ არ მომწონს ჩვენ კონსტიტუციაში, ამიტომ ეს იშვიათი შემთხვევაა“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან