13:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 22:56:49, 448 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: ნატო გმობს რუსეთის აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ ქმედებებს, განსაკუთრებით კი ბოლო დროს ხელმოწერილ ე.წ. ‘შეთანხმებას“ აფხაზეთის რეგიონთან“,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კომისიის სხდომის  პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს აშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი მსგავი  შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთთანაც აპირებს.
„ამ ნაბიჯებით რუსეთი არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას.
ეს არის რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობა მის სამეზობლოში.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს უარყოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს ჯარები საქართველოდან.
ეს არის და დარჩება ნატოს მტკიცე პოზიციად“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე აქტიურადა არის ჩართული და კონსტრუქციულ როლს თამაშობს ჟენევის მოლაპარაკებებში მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics