13:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 10:09:29, 522 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: გამოვნახავთ გზებს, რათა ამ ეტაპზე მაინც გაზის საფასურის გაძვირება თავიდან ავიცილოთ

"მთავრობამ თავიდან უნდა აიცილოს გაზის საფასურის გაძვირება, ამ ეტაპზე მაინც",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკურ საბჭოს  საკითხის შესწავლა დაავალა. პრემიერის განმარტებით, მთავრობა შეეცდება,  გაზის საფასურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად გზები გამონახოს.

 "ვფიქრობ, რომ გაზის საკითხზე  ჩვენ არ უნდა ვიჩქაროთ.  ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი  კარგად გავაანალიზოთ. ჩემი დავალებით ეკონომიკურმა საბჭომ ამ საკითხის შესწავლა, უფრო კარგად გაანალიზება დაიწყო. ჩვენ გამოვნახავთ გზებს, რათა  თავიდან ავირიდოთ გაზის საფასურის გაძვირება ამ ეტაპზე მაინც",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობას დაავალა, გაზის საფასურის გადავადების თაობაზე, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

 "სოკარის" წარმომადგენლებთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ისინი  მზად არიან, ამ თემაზე  მოვილაპარაკოთ. მინდა,  ორივე ვიცე-პრემიერს მოგიწოდოთ, ეკონომიკურ საბჭოსთან ერთად, ეს საკითხი უსწრაფესად გადაწყვიტოთ. შესაძლოა, ჩვენ აზერბაიჯანულ მხარესაც მივმართოთ თხოვნით, რათა საკითხის გადავადება მოხდეს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics