00:36 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-07 16:59:00, 1897 ნახვა

სამხედრო
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ამის შესახებ ინფრომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მაცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. 

მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. 

„ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. მოქალაქეებს კონტრაქტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული დანამატების საკითხიც დააინტერესდათ. 

გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს. მოქალაქეების ინტერესი გამოიწვია საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემამ.

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Oნლინებცტ.მოდ.გოვ.გე; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics