03:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-15 12:59:59, 1330 ნახვა

სამხედრო
უკრაინული მედია - რუსმა ოკუპანტებმა დაადასტურეს, რომ თავად დაბომბმეს ბრიანსკი, რათა უკრაინა დაედანაშაულებინათ

რუსმა ოკუპანტებმა ნათესავებთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ მათ თავად დაბომბეს ბრიანსკის ოლქის სოფელი კლიმოვო, რათა აღნიშნულ ქმედებაში უკრაინა დაედანაშაულებინათ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთ მოსმენილ საუბარში რუსმა ოკუპანტმა, რომელიც დონეცკის ოლქში იმყოფებოდა აღიარა, რომ ისინი თავს დაესხნენ დასახლებას უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით.

„ასე უნდა იყოს. ამას აკეთებენ იმისთვის, თითქოს, უკრაინელები თავად ცდილობენ პროვოცირების მოხდენას... იგივე სისულელე იყო ჩეჩნეთის ომშიც. მოსკოვში აფეთქებდნენ ბინებს და აბრალებნენ ტერორისტებს. უბრალოდ ახლა მათ (უკრაინელებს) არ შეეძლოთ ასეთი მანძილიდან კლიმოვომდე ესროლათ“ , - განაცხადა რუსმა ჯარისკაცმა.

საუბრისას სამხედრომ ასევე აღნიშნა, რომ აპირებს უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში შემდგომ მონაწილეობაზე უარი თქვას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინა ბრაიანსკის რეგიონის დაბომბვაში დაადანაშაულა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics