03:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-10 11:13:34, 1690 ნახვა

სამხედრო
რუსმა ოკუპანტებმა უკან დახევის დროს დანაღმეს, სახლის კარებები, ჩაფხუტები და სარეცხი მანქანებიც კი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკანდახევის დროს რუსულმა არმიამ ბევრი „სტრიები“ დატოვა - ე.წ  ბომბის ხაფანგები.

"სადაც ცხოვრობდნენ ოკუპანტები, სად რჩებოდნენ ღამით, დებდნენ მინებს. ათავსებდნენ მინებს სახლების შესასვლელთან, ღობეებთან, დანაღმულია [სახლები], სადაც ცხოვრობდნენ პოლიციელები ან მაშველები, ან სამხედროები. ამას უწოდებდნენ "სიურპრიზებს". მართლაც, [სტრიები] იპოვეს როგორც ჩაფხუტების ქვეშ, ასევე კარებზე მიბმული და, როგორც უკვე ვთქვი, იყო შემთხვევა, როცა ზუსტად სარეცხის მანქანაში იპოვეს: კარი გაიღო და აფეთქებაც მოხდა“, - თქვა შს მინისტრმა დენის მონასტრისკიმ.

მისი თქმით, ცნობილია მანქანების დამინვის ფაქტებიც. მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ უკვე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალება მოხდა, რომელმაც უბრალოდ მანქანის საბარგული გახსნა.

ერთი დღით ადრე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავის მოხსენებაში ასევე იტყობინებოდა დიდი რაოდენობით ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც რუსი სამხედროები აყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics