06:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-08 14:22:43, 1288 ნახვა

სამხედრო
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია

კრამატორსკში დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მათგან ოთხი ბავშვია - ამის შესახებ, BBC იუწყება.

კრამატორსკის მერი ალექსანდრე გონჩარენკო ამბობს: "ბევრი მძიმე [პაციენტები] არიან, ხელ-ფეხის გარეშე. მათ ოპერაციას ერთდროულად 30-40 ქირურგი უტარებს".  მისი თქმით, სადგურზე ევაკუაციას 4000-მდე ადამიანი ელოდა.

ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა“ მუხლით. ის ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა ტოჩკა-უ-მ განახორციელა.

"რუსი მონსტრები არ ტოვებენ თავიანთ სასტიკ მეთოდებს. ვერ ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას ბრძოლის ველზე, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, იმ მომენტში ათასობით ადამიანი იყო ევაკუაციის მსურველი, ისინი სადგურზე და ბაქანებზე იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics