14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 11:19:59, 1357 ნახვა

სამხედრო
უკრაინის თავდაცვა - აღმოსავლეთ უკრაინის დამცველები გადაულახავი ბარიერი გახდა რუსული ჯარისთვის

უკრაინელი დამცველები ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ჯარისთვის გადაულახავ ბარიერად იქცნენ , რაც მტრისთვის დიდი დემორალიზების ფაქტორია. - ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი დამცველებისა და გმირობის წყალობით იხსნება ახალი ფრონტები, სადაც მტერი ზარალს განიცდის. მინდა აღვნიშნო ჩვენი ბიჭები აღმოსავლეთში, გადაულახავ ბარიერად იქცნენ მტრისთვის, ეს ფაქტორი ოკუპანტებზე ძალიან დიდ დემორალიზებას ახდენს“, - განაცხადა მან.
რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ ასობით ათასმა ადამიანმა რუსეთში უკვე გაიგო: ხელისუფლება მათ ატყუებს, რომ უკრაინაში არ არის სპეცოპერაცია, მაგრამ არის "ჩვეულებრივი დაპყრობითი ომი", რომელშიც ათასობით რუსი დაიღუპა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ თვით რუსეთის შიგნით ომის მიმართ წინააღმდეგობა საათობრივად იზრდება.
„ამ დღეებში უკრაინელები რუსებს აჩვენებენ განსხვავებას თავისუფალ ადამიანებსა და მონებს, მოქალაქეებსა და ტირანის მიერ დამონებულებს შორის. ისინი, ვინც წლების განმავლობაში აღფრთოვანებული იყვნენ გაბრაზებული მანიაკით, ახლა განწირულნი არიან ათწლეულების გამოსყიდვისთვის. უკრაინა გაიმარჯვებს!“ - აღნიშნა რეზნიკოვმა.

როგორც ცნობილია, 24 თებერვალს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მითითებით, რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინასთან. უკვე მეექვსე დღეა, რუსული ჯარები დაბომბავს და ანადგურებს საკვანძო ინფრასტრუქტურას, რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება. უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics