14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-13 11:39:26, 2135 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გორში მე-11 ბატალიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება უკვე დასრულებული იქნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე რეგულარულად ეცნობა.

უწყების ცნობით, წელს პირველად, მინისტრმა აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი მოინახულა, ტერიტორია დაათვალიერა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა მოინახულა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. წლის ბოლომდე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება. მიმდინარე წელს მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება. გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება; ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა თავდაცვის უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა, რაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics