23:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 12:58:29, 2027 ნახვა

სამხედრო
უკრაინის გვარდიის მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზა დაათვალიერა

უკრაინის შსს გვარდიის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ მიკოლა ბალანის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინულმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის საველე-საწვრთნელი ბაზა „პალდო“ მოინახულა. უკრაინელ სტუმრებს ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა და რეზერვისტების სწავლების, მომზადება-გადამზადებისა და შეფასების მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა. დღესვე, დელეგაციის წევრებმა თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილიც მოინახულეს, რეზერვისტებთან მუშაობის პროცესს გაეცნენ და ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შსს გვარდიის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი მიკოლა ბალანი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილსა და მის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძეს შეხვდა. უკრაინისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა ვიზიტი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები მომავალში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics