01:45 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 12:20:50, 1177 ნახვა

სამხედრო
Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განმტკიცებისა და მრავალეროვნული სწავლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ქალაქ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, Agile Spirit 2021-ის ქართველმა და ამერიკელმა ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მრავალეროვნული წვრთნების, ასევე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პირიტ პიკერიც იმყოფებოდა. 

დეტალური ინფორმაციის გაზიარების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ბოლოს კი, მოწვეულ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში ერთმანეთის პარალელურად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს. მასში ნატოსა და პარტნიორი 15 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წვრთნები როგორც საველე, ასევე სამეთაურო-საშტაბო კომპონენტებს მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics