23:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:37:23, 863 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით

თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, თანამედროვე ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებია, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებაა. ყველამ კარგად ვიხილეთ, ამ ტიპის იარაღის მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად“. - განაცხადა მინისტრმა.


ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოებას მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ, „დელტას“ ბაზაზე წარმოების დაწყების შესახებ აცნობა.

 „აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომდევნო წლიდან პროდუქციის გამოშვებას“. - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტია. სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics