14:33 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-19 14:41:23, 840 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურების დონეზე სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. ნატო-საქართველოს ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ძალების მეთაური სიტყვით გამოვიდა და ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის ძალების მეთაურებს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო გააცნო და არსებული გამოწვევების ფონზე შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სამხედრო კომიტეტს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, მიმდინარე რეფორმებსა და თავდაცვის ძალების განვითარების გრძელვადიან, 10-წლიან ხედვაზე.

ასევე, აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლემენტაციის პროცესი და მნიშვნელობა თავდაცვის ძალების უფრო მდგრად და ურთიერთთავსებად ძალად ჩამოყალიბების კუთხით. ყურადღება გამახვილდა საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) როლსა და შესაძლებლობებზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მნიშვნელობასა და მისი განვითარების სამომავლო გეგმებზე.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ასევე, ისაუბრა საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობაზე ნატო-ს ეგიდით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, რაზეც ხაზგასმით აღინიშნა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი და თავდადება უსაფრთხოების საერთო მიზნებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შეხვედრები გამართა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალთან (SACEUR)/აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან (EUCOM) გენერალ ტოდ ვოლტერსთან და უცხოელ კოლეგებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics