17:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 12:37:42, 755 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლა. მარეკ შჩიგელთან გაცნობით შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში. მან მისიის ხელმძღვანელს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში საქართველოს კონტრიბუციაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics