|
2021-04-16 12:35:17, 873 ნახვა
სამხედრო
დასავლეთ სარდლობამ ახალი სპეცტექნიკა მიიღო
საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება. აღმოსავლეთ სარდლობის შემდეგ სპეციალური ტექნიკა დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებმა მიიღეს. სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ახალი სატვირთო და სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დაესწრნენ. მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდასა და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. დასავლეთ სარდლობას 130-მდე სპეციალური ტექნიკა და 70-მდე მსუბუქი ავტომობილი გადაეცა. სატრანსპორტო საშუალებები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში საჭიროებების გათვალისწინებით გადანაწილდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)