17:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 11:05:02, 950 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში ვიზიტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო.

ლიეტუვას ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის მონაწილეობით დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას არვიდას ანუშაუსკასმა უმასპინძლა.

კოლეგასთან საუბრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოსა და ლიეტუვას შორის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებულ მეგობრობასა და ძლიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მხარდაჭერისთვის ლიეტუვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში ლიეტუვას ჩართულობა, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობა, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და თავდაცვის ტრანსფორმაციაში ლიეტუვას მხარდაჭერა, ასევე თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით - ის საკითხები იყო, რაზეც კოლეგებმა გაფართოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრები დელეგაციის წევრებთან ერთად ანტაკალნისის სასაფლაოზე გაემგზავრნენ, სადაც 1991 წლის 13 იანვარს ლიეტუვას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ პატივი მიაგო დათიკო მაჭავარიანის ხსოვნას და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი რესპუბლიკის ქართველი ოფიცრის საფლავი.

დათიკო მაჭავარიანი 1918 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში პოლონეთში გადავიდა. დათიკო მაჭავარიანი პოლონეთის ეროვნული არმიის არტილერიაში მსახურობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics