22:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 11:26:41, 929 ნახვა

სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსურველთა მიღება გრძელდება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის შედეგად შეირჩნენ, დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამდე შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის და გატარებული რეფორმების შემდეგ გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით თითქმის სრულად შეჩერდა ჯარიდან გადინების პროცესიც. რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაივლიან.

8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics