02:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-05 10:08:31, 961 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უნგრეთის ელჩთან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული და მომავალი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დასავლური კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა. მინისტრმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) უნგრეთის მნიშვნელოვანი კონტრიბუცია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ლოჯისტიკის ინიციატივის განხორციელებაში გაწეული დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ბუდაპეშტში მდებარე ნატოს სამხედრო სამედიცინო სრულყოფის ცენტრთან (Military Medical Centre of Excellence) თანამშრომლობის პერსპექტივას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics