04:53 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 17:10:47, 730 ნახვა

სამხედრო
საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია

საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაში, საქართველო მესამე ადგილზეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე მესამე ადგილზეა ყველა სხვა გამოკვლეული რეგიონების მასშტაბითაც. (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა; შუა აღმოსვლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა; დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა;)

„კვლევაში პირველ ადგილზეა ლატვია 67-ე ქულით, მეორეზე გავიდა ჩრდილოეთ მაკედონია 62 ქულით, მესამე ადგილზე კი გავიდა საქართველო 60 ქულით. კვლევაში არსებული კონკრეტული პარამეტრების მიმართულებით, სახელმწიფო თავდაცვის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო პოლიტიკის ნაწილში გავიდა მე-3 ადგილზე, ფინანსების ნაწილში მე-6 ადგილზე, პერსონალის ნაწილში გავიდა მე-2 ადგილზე. ოპერაციულ კატეგორიაში გავიდა მე-2 ადგილზე. შესყიდვების ნაწილში გავიდა მე-6 ადგილზე. მთლიანობაში კი საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ნატო-ს ისეთი წევრი ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა. ამავდროულად, ანგარიშის თანახმად საქართველოში თავდაცვის სფეროში ანტიკორუფციული ინდექსის მაჩვენებელი რეგიონის სხვა, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე უკეთესია. აღსანიშნავია, რომ არსებულ გამოწვევებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ძლიერ მხარედ არის შეფასებული თავდაცვის სფეროში ინფორმაციის თავისუფლება და მისი დროული გაცემა, რაც დემოკრატიული პრინციპების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განუხრელად და სრულად დაცვის მკაფიო მაგალითია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics