15:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 12:29:16, 7417 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიური რეზერვის პროგრამას აგრძელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს აქტიური რეზერვის პროგრამას, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში მოქალაქეების ჩართულობას და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურად გამოყენებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ დღეს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული გვარდიის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ განაცხადა. როგორც ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აქტიური რეზერვის პროგრამის წარმატებული განხორციელება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

აქტიური რეზერვი წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ნებაყოფლობით ფორმას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის თავდაცვაში. მოცემულ ეტაპზე, აქტიურ რეზერვში მიიღებიან ქალაქ თბილისის, ქალაქ მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და კახეთის რეგიონში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან ფორმდება 5-წლიანი კონტრაქტი და მას უნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება, თითოეული წლის განმავლობაში, არ აღემატება 45 დღეს. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.

მნიშვნელოვანია, რომ 18 და 22 წლის ჩათვლით სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში.

ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics