17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-18 17:09:14, 9336 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ნატოს ძირითადი ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ახალ ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ნორბერტ ჰესს წარმატებები უსურვა და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული, განხორციელებული პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებასთან (SNGP Refresh) დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რაც თავის მხრივ ემსახურება საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მზადების პროცესის ხელშეწყობას. პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა პირველი რანგის საზღვაო კაპიტანი შტეფან ანიჰოფერი შეცვალა, რომელიც SNGP-ის ძირითად ჯგუფს 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics