17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 21:30:30, 7379 ნახვა

სამხედრო
ვოლსკი - რაც მოხდა 2008 წელს, ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ  დეპოლიტიზაციის თემა, რომელსაც „მინისტრის საათზე“ თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა, ძალიან მნიშვნელოვანია.

„რაც მოხდა 2008 წელს, განსაკუთრებით ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს, რომ ეს იყო შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, ამ შეთქმულებაში ნებსით თუ უნებლიეთ, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ღებულობდა მონაწილეობას, რომელიც დღეს ჭკუას გვარიგებს და რუსულ თემებს აფრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ადასტურებს არაერთი დოკუმენტი.

როდესაც ადამიანს აქვს ის პასუხისმგებლობა, რომ დაიცვას მეორე ადამიანი და აცვია სამხედრო ფორმა, ის არ კითხულობს რომელ პარტიას განეკუთვნება ესა თუ ის პიროვნება, მისი შვილი,  ან მისი ოჯახის წევრი, და ამითი ის ჩვენზე მაღლა დგას, ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსზე, ვინაიდან მზად არის შესწიროს სიცოცხლე რათა დაგიცვას შენ, დაიცვას თავისი სამშობლო", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics