22:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-12 14:45:12, 4523 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობა ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან

„დინამიური მონაწილეობა მრავალმხრივ საერთაშორისო წვრთნებში ზრდის ჩვენი სამხედროების ბრძოლისუნარიანობას და მათ თავსებადობას ნატოელ სამხედროებთან“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩატარებული ეროვნული და მრავალეროვნული წვრთნებიდან, განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთში გადასროლისწინა მოსამზადებელი წვრთნები და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“.

„ამერიკელ სამხედროებთან ერთად ვატარებთ ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ქართული კონტინგენტის გადასროლისწინა მოსამზადებელ წვრთნებს. ეს წვრთნები დღემდე, მხოლოდ გერმანიაში ტარდებოდა. სერტიფიცირების კომპონენტის საქართველოში მასპინძლობა მიუთითებს, რომ თავდაცვის ძალებს უკვე აქვს შესაძლებლობა სათავეში ჩაუდგეს საერთაშორისო მისიების გადასროლისწინა მომზადების წვრთნების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს გააჩნია რესურსიც და შესაძლებლობაც, რომ საერთაშორისო დონის გადასროლისწინა წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე წარმატებით ჩაატაროს.

ღარიბაშვილის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილია ქართულ-ამერიკული საერთაშორისო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც მონაწილეობას ნატოს წევრი სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.

„სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, საშტაბო-სამეთაურო სწავლებები, მაგალითად როგორიც იყო ნატო-საქართველოს სწავლება, მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენი სამხედროების მომზადების დონე არის ძალიან მაღალი და თავსებადი ნატოს მოთხოვნებთან. ჩვენი ყველა თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, მიმართულია რესურსების მაქსიმალური კონსოლიდაციითა და სწორი მართვით, თავდაცვის ძალების გაძლიერებისკენ, ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებისკენ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი ჯარი 10 წლის წინანდელი ჯარის მომზადების დონისაგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად ძლიერია“, - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics