14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 12:26:11, 5792 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების II ბრიგადა საკარანტინო რეჟიმს ქობულეთში სამართალდამცავებთან ერთად უზრუნველყოფს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასავლეთის სარდლობის სამოქმედო არეალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები დაემატა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკიდან გამომდინარე დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს II ქვეითი ბრიგადა შსს-ს ძალებთან ერთად უკვე მეორე დღეა აკონტროლებს.

22-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარასა და ლეღვაში დილიდან უკვე მოაწყო გადაადგილების შეზღუდვის ორი ძირითადი პუნქტი. შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის კი, სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. ორივე სოფელში აკრძალულია მოქალაქეების შესვლა და გამოსვლა. ამ რეჟიმის აღსრულებას სამხედროები და სამართალდამცავები ერთად უზრუნველყოფენ.

დილიდან ქობულეთის საგუშაგოებზე გვარასა და ლეღვაში II ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კობა გრიგოლია იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა და სამართალდამცავებთან კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

22 მარტიდან დღემდე საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ქვეყნის მასშტაბით 261 149 ავტომანქანა სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს, ხოლო 770 780 ადამიანს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. COVID-19-ის წინააღმდეგ დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები სამოქმედო არეალში უკვე 39 საგუშაგოზე არიან მობილიზებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics