|
2020-04-03 14:53:13, 3567 ნახვა
სამხედრო
„არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს რესპირატორები უსასყიდლოდ გადასცა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ თავდაცვის სამინისტროს 1000 ცალი, ენ-95 რესპირატორი უსასყიდლოდ გადასცა. კომპანიის წარმომადგენლები მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სიტუაციას საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს. „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა რესპირატორები თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შოთა ონიანს გადასცა. პოლკოვნიკ შოთა ონიანის განცხადებით, რესპირატორები თავდაცვის ძალებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება. თავდაცვის სამინისტროსა და „არქის“ წარმომადგენლები ადგილზე ჯარისკაცებსა და სამხედრო მედიკოსებსაც გაესაუბრნენ, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კერძო კომპანიებთან ინტენსიურად თანამშრომლობს და სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ერთობლივ ღონისძიებას ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)