2015-01-21 17:20:58, 752 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ერთი ნიშნულით კიდევ დაეცა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 22 იანვარს, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.9539 იქნება.
დღევანდელი კურსის მიხედვით კი, 1 დოლარის შეძენა 1.9432 ლარად არის შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ხვალ 1 ევრო 2.2605 ლარი იღირება, რაც დღევანდელ კურსზე 0.0039 ლარით მეტია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან