19:59 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 16:51:50, 795 ნახვა

სხვადასხვა
PSP-მ მომხმარებელს ახალი გრანდიოზული წამახალისებელი გათამაშება შესთავაზა.

დღეიდან PSP-ში ყველა მომხმარებელი გრანდიოზულ გათამაშებაში ჩაერთვება. 

გათამაშებაშია სამოთახიანი ბინა თბილისში, სუზუკის მარკის ავტომობილი და  2000 ლარიანი ყოველთვიური ხელფასი ერთი წლის განმავლობაში. 

„ჩვენ მომხმარებლისათვის სასურველი ყველა პრიზი გავაერთიანეთ და უპრეცედენტო გათამაშებას ვთავაზობთ. მიმდინარე გათამაშებებში მომხმარებელს საშუალება ექნებათ მოიგონ 4 სამოთახიანი ბინა თბილისში არქი ჯგუფის მიერ ახალაშენებულ კორპუსში, 4 სუზუკის მარკის 2015 წლის ავტომობილი და 4 ყოველთვიური 2000 ლარიანი ხელფასი ერთი წლის განმავლობაში“, - აცხადებენ PSP-ში.  

გათამაშებაში ჩართვა მარტივია - ყოველ 20 ლარიან შენაძენზე მომხმარებელი ერთ გათამაშების ბილეთს მიიღებს, ყოველ 50 ლარზე კი 5 ბილეთს. ბილეთების მიღებასთან ერთად მომხმარებელს „ჩემი ოჯახის ბარათზე“ თანხის შესაბამისი ღიმილები ერიცხებათ. დაგროვილი ღიმილებით მომხმარებელი მრავალფეროვან საჩუქრებს ირჩევს PSP-ს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან. პირველი გათამაშება 2015 წლის 9 მაისს გაიმართება „რუსთავი 2“-ის ეთერში 18:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ.   

აღსანიშნავია, რომ PSP, 2008 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს წამახალისებელ გათამაშებას და უკვე 100-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics