2025-11-02 14:09:27, 790 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელად გოგა მემანიშვილი დაინიშნა.
მან ამ თანამდებობაზე ლაშა ჯოხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა.
გოგა მემენაშვილი საპატრულო პოლიციაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, ბოლოს ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო. ბოლო წლებში მას არაერთი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაკავებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,