21:15 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 15:22:52, 732 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობა და ჩეხური ორგანიზაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და ორგანიზაციის სათაო ოფისის თანამშრომლები მუნიციპალიტეტებში მრჩეველთა საბჭოების შექმნაზე შეთანხმდენენ. 

საბჭოები ძირითადად სოციალურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული და ორი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, გიზო სართანიამ აღნიშნული ინიციატივის დასამკვიდრებლად მზაობა გამოთქვა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს თანადგომა აღუთქვა. 

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მათი შესრულებული პროექტებისა და სამოქალაქო სექტორთან ეფექტური თანამშრომლობის გამო შეირჩა. მრჩეველთა საბჭო აპრილის თვეში ჩამოყალიბდება და იგი ამ ეტაპზე მხოლოდ ოთხ მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics