13:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 15:28:08, 402 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი: გოგა ხაინდრავას თუ სხვა მოქალაქის SIDA-ზე გამოთქმული ეჭვები, მთავრობის პოზიციას არ ასახავს

"გოგა ხაინდრავას თუ სხვა მოქალაქის მიერ SIDA-ზე გამოთქმული ეჭვები, მათი საქმეა, ეს  საქართველოს მთავრობის პოზიციას არ ასახავს",- ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  შვედეთის განვითარების სააგენტო  კარლ ბილდტის მონაწილეობით კორუფციული სქემით ქართულ NGO-ებს აფინანსებს.

სუბარის განმარტებით, SIDA საქართველოს უდიდეს დახმარებას უწევდა და უწევს.

"მე პირადად მრავალი წლის განმავლობაში, როგორც სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, როგორც მანამდე ჟურნალისტს,  თუ არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტს,  მქონდა ძალიან მჭიდრო და ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ორგანიზაცია SIDA-სთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც უდიდეს დახმარებას უწევდა და უწევს საქართველოს. ისევე როგორც შვედეთის მთავრობა და SIDA-ს დახმარება შვედეთის მთავრობის დამოკიდებულების გაგრძელებაა და ეს ურთიერთობა გაგრძელდება კიდეც. ზოგადად, ძალიან მადლიერები ვართ შვედეთის მთავრობის. იმ ურყევი მხარდაჭერის გამო, რასაც ყოველწლიურად ვგრძნობთ ევროინტეგრაციის საქმეში, დეოკუპაციის საქმეში, თუ უამრავი სხვა მიმართულებით. რაც შეეხება ზოგიერთი მოქალაქის მერ SIDA-ზე გამოთქმულ ეჭვებს,  გოგა ხაინდრავა იქნება თუ სხვა, ეს  მათი საქმეა. მათ აქვთ ამის უფლება. შეუძლიათ ილაპარაკონ,  ეს არ ასახავს საქართველოს მთავრობის პიზიციას.შევედეთის მთავრობა და SIDA  არიან ჩვენი ურყევი მხარდამჭერები.ის, რომ გოგა ხაინდრავა რამეს იტყვის,  საქართველოს მთავრობას ამასთან კავშირი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილს SIDA არც ერთი სიტყვით არ უხსენებია.თუ ხაინდრავა რამეს გამოაქვეყნებს, ეს მისი ნებაა",-განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics