2015-01-29 16:11:41, 784 ნახვა
მსოფლიო
რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს შენობიდან ნათურა, საპირფარეშოს ქაღალდი და საპონი წაიღეს
რუსმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს შენობაში მდებარე კაბინეტებიდან ელექტრონული ნათურა, საპირფარეშოს ქაღალდი და საპონი წაიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ეკოინსპექციის პრესმდივნის, იგორ ტიხოლაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოცემა joinfo.ua ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროსაბჭოს თანაშრომლები რუსული დელეგაციის ქმედების გამო შოკში არიან.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის ძალაში დატოვებული სანქციების გამო რუსულმა დელეგაციამ ევროპის საბჭო 2015 წლის ბოლომდე დატოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან