00:54 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 10:21:50, 783 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება

"მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება",-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე გუშინ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.

"სექტემბრის ბოლო ოქტომბერი აუცილებლად იქნება სადოლარე-სალარე სესხების გადახდის პერიოდი.გამომდინარე იქედან,  რომ მთლიანად გვაქვს დათვლილი ფულის მიმოქცევის სქემები, გამომდინარე ასევე სახელმწიფო საწარმოების  ანგარიშებზე არსებული სადოლარე ნაშთებიდან, რომელიც თანდათან გამოვა ბაზარზე,  ასევე გამომდინარე იქედან, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ფულის მიმოქცევა, უახლოესი დღეების განმავლობაში ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ის, რაც დავუშვათ გუშინ ხდებოდა ბაზარზე, არის მხოლოდ აჟიოტაჟური ქცევის შედეგი. არანაირი კავშირი ამას არ აქვს იმ საგარეო მოვლენებთან, რაც გუშინ მოხდა. ჩინეთის საფონდო ბაზრის  დაცემაზე ვსაუბრობ. ვფიქრობთ, მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არაფერი განსკუთრებული გუშინ ჩვენს ბაზარზე არ მომხდარა. მაკროეკონომიკური პარამეტრები ამ ეტაპზე ჯანსაღია და ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სიტუაცია გამოსწორებას ძალიან მარტივად ექვემდებარება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics