აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის კითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ვაშინგტონში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით სხვადასხვა ზომები განიხილება.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ხმამაღალმა კრიტიკოსმა, უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჰკითხა:
„მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციისთვის საქართველოს რესპუბლიკაში ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ მკაცრი პოზიციისთვის. მათ გააყალბეს 26 ოქტომბრის არჩევნები. მათ ამერიკასთან კავშირები კრიმინალიზაცია მოახდინეს. მათ განდევნეს ამერიკული კომპანიები, დაბლოკეს ვაჭრობა და წვდომა მინერალებზე შუა დერეფანში, რითაც ფაქტობრივად საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს. მათ არაერთხელ დაამცირეს პრეზიდენტი ტრამპი და ამერიკის ხელმძღვანელობა. რონდელის ფონდის მონაწილეობით გამოქვეყნდა ანგარიში, რომელიც საუბრობს საქართველოში ამჟამად დამკვიდრებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლზე და მსურს ოფიციალურად შევიტანო ეს დოკუმენტი პროტოკოლში. გარდა ამისა, ზედიზედ 200 დღის განმავლობაში თავისუფლებისმოყვარე ქართველები გმირულად გამოვიდნენ ქუჩებში, ამერიკულ დროშებში გახვეულები და (აშშ) პრეზიდენტისადმი მიმართული პლაკატებით ხელში. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა რეალური ზომები მიიღოს ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე?“
რუბიომ დეტალები არ დააკონკრეტა და უპასუხა:
„როგორც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, ამიტომ ჩვენ საკუთარ თავს ვეკითხებით: ჩვენს ინტერესებშია თუ არა მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის ყოლა? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ მთავრობამ ხარჯები აიღოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ ვეძებთ შესაძლო ზომებსა და დამატებით ვარიანტებს. დღეს არ მაქვს კონკრეტული განცხადებები იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს განხილვის საგანია. ეს ზუსტად ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებს და ჩვენს საველე წარმომადგენლობას, რათა მივიღოთ რჩევა იმის შესახებ, თუ რომელ ზომებზე მოახდენს ანტიამერიკული მთავრობა ყველაზე მგრძნობიარე რეაგირებას.“
მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკმაყოფილება გამოთქვა ვაშინგტონის დუმილის გამო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან და წარმომადგენელთა პალატის მიერ MEGOBARI აქტის მიღებასთან დაკავშირებით.
„ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი პარტიები: “ახალი“, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის”, “დროა”, “ე...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში რუსეთის მიერ ანექსიისკენ მიმართულ პროცესებზე საუბრობს. დოკუმენტში აღ...
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალხაზ ჯინორია ავრცელებს.
2026 წლის დასაწყისიდან რუსეთის ბანკმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 21,772 ტონა ოქრო გაყიდა, რომელმაც მარტში 4.6 ტრილიონ რუბლს მიაღწია, ნავ...
ცნობილი ბრიტანული მედია ჯგუფის, ეკონომისტის ანალიტიკური დანაყოფი, 2025 წლის დემოკრატიის ინდექსს აქვეყნებს.
საქართველოს პოზიც...
საფრანგეთი და გერმანია სთავაზობენ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში „სიმბოლური“ შეღავათების მინიჭებას, რაც გამორიცხავს კი...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მზად არის ირანის ხელმძღვანელობას პირადად შეხვდეს.
აშშ-ის პრეზიდენტი New York Pos...
საქართველოში ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა ...
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვაზე მრევლს უარი უთხრა
"ვიყავით საპატრიარქოში. საპატრიარქოს წარმომადგენლებს, როგ...
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More