20:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 11:08:49, 14976 ნახვა

კულტურა
ეროვნულ არქივში ხვალ გამოფენა „ექვთიმე თაყაიშვილი“ გაიხსნება

ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 11 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიხსნება.

ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი მრავალფეროვან და მდიდარ მასალას ინახავს.

ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს ცენტრალური არქივის, დღევანდელი ეროვნული არქივის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი იყო. 2020 წელს არქივის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს გამორჩეული საზოგადო მოღვაწის საქმიანობა საქართველოს საზოგადოებრივ, კულტურულ, სამეცნიერო, პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფოტოებთან ერთად, წერილობითი დოკუმენტების ორიგინალები, ისტორიული დოკუმენტები და ხელნაწერები იქნება წარმოდგენილი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ისევე, როგორც საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საარქივო ფონდებში ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობის შესახებ დაცული მასალა საზოგადოებისათვის გამოფენის ფორმატში პირველად იქნება წარდგენილი.

დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს ანჩისა და კალმახის ციხის სახარებები, რომელთა მოძიება თაყაიშვილის სახელს უკავშირდება.

გამორჩეულია საარქივო მასალა, რომელიც ასახავს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული საგანძურის დაცვისა და მოძიების საქმეში ექვთიმე თაყაიშვილის წვლილს.

გამოფენის ერთი ნაწილი შეეხება ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და დამფუძნებელ კრებაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ლევილის მამულში ქართველი მოღვაწის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებიც.

გამოფენა 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics