21:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 19:11:01, 3120 ნახვა

კულტურა
ლონდონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ქეთი მელუას მონაწილეობით საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება

"მე მტკივა თბილისი" – ამ სახელწოდებით ლონდონში, თბილისში მომხდარი  სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, რომელიც დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო და გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის  ორგანიზებით მოეწყობა. 

როგორც ორგანიზატორებმა „ექსპრესნიუსს“ აცნობეს, აქციის ფარგლებში 21 ივნის დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი . დაზარალებულთა დასახმარებლად მსურველებს თანხის გადარიცხვა  შეეძლებათ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ეკლესიის საბანკო ანგარიშით(HSBC Bank Sort Code: 40-06-25 , Account Number 21555138).
26 ივნისს კი  გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, სადაც მონაწილეობას ქეთი მელუა და მისი მეგობრბები მიიღებენ.    ინგლისში მოღვაწე ქართველი მომღერალი  უმასპინძლებს დაზარალებულთა დახმარების მსურველებს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიყიდება ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები. 
ამასთან, 19 ივნისს, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს საბჭოს წევრი მადონა ქობალია 9კ მარათონში იღებს მონაწილეობას, სადაც შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ. 
ლონდონში არესბული ქართული  რესტორანი „თამადა“  კი გეგმავს საქველმოქმედო აქცია - წვეულებას.
ღონისძიების პროგრამა  უახლოეს მომავალში რესტორნის ვებ გვერდზე გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics