23:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-02 23:33:16, 1180 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსური განათლება SME ბიზნესისთვის - BOG-ის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას აგრძელებს. ამ მიზნით, 3 დეკემბერს მეწარმე ქალებისთვის ფინანსური განათლების თემაზე ვორკშოპი გაიმართება.

შეხვედრას გაუძღვება მირანდა მანჯგალაძე, საცალო ვაჭრობის სფეროს ექსპერტი და ბიზნეს ქოუჩი, რომელიც მონაწილეებს ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის აუცილებელ ცოდნასა და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს გაუზიარებს.

რა გელით ვორკშოფზე?

ვორკშოპი ინტერაქციულ ფორმატში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს აქტიურ დისკუსიას - მეწარმე ქალებს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე ბიზნესის საჭიროებები გააანალიზონ.

ვორკშოპზე განიხილება შემდეგი საკითხები თემები:

  • ხარჯების ეფექტური სტრუქტურა;
  • სწორი საფასო სტრატეგიის შერჩევა;
  • ფინანსური ანგარიშგებების წაკითხვისა და ინტერპრეტაციის ძირითადი პრინციპები;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ ოპერაციებში და სხვა.

ეს ვორკშოპი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია მხოლოდ ქალი მეწარმეებისთვის.

ღონისძიება 3 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B ფილიალიში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება.

ვორკშოპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.

ვორკშოპი საქართველოს ბანკის ერთიანი სივრცის, Business 360˚-ის ნაწილია. პლატფორმა ბიზნესის დასაწყებად, გასაფართოებლად და საწარმოო პროცესების გასაუმჯობესებლად საჭირო რესურსებს აერთიანებს, მათ შორის: კონსულტაციებს, საგანმანათლებლო პროექტებს, კვლევებსა და ღონისძიებებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics