|
2025-06-28 16:02:41, 1439 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის უკრაინის დამოუკიდებლობა პირველ ადგილზე დგას
ჩვენთვის უკრაინა პირველ ადგილზე დგას, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს უკრაინის კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „მისი პირველი მუხლის პირველი სიტყვაა „უკრაინა“. ეს ჩვენს საბოლოო მიზანს, ჩვენს მისიას ასახავს. უკრაინა არის - და იქნება - დედამიწაზე. უკრაინელები არიან - და იქნებიან - დედამიწაზე. ეს როგორც ჩვენი საერთო მიზანი, ასევე ჩვენი საერთო მოვალეობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. მისი თქმით, „უკრაინა არჩევანია, რომელსაც მილიონობით უკრაინელი ყოველდღიურად აკეთებს“. „ჩვენ შორის სოციალური კონტრაქტი ასეთია: უკრაინა პირველ ადგილზე დგას. უკრაინელებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ოცნებები პირველ ადგილზეა“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)