16:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 16:35:56, 3519 ნახვა

ევროპის ამბები
ზურაბიშვილი - ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი

„ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რასაც აქაც გიმეორებთ, რომ ვიყო ყველას პრეზიდენტი ხვალ. ესე იგი, უნდა დავივიწყო ყველაფერი, ყველას ცილისწამება, ყველა მუქარა ჩემს მიმართ, ჩემი შვილების მიმართ, ყველა ის უსამართლობა, რაც იყო ნათქვამი არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ბაბუაჩემზე, ვის გაახსენდა, რომ თურმე თარგმნა საუკუნის დასაწყისში იტალიური ნოველა ქართულად. ამაში რა არის ცუდი? ნოველას ჰქონდა „ქაჯი“ თურმე სათაურად. ეს თურმე საქილიკო საქმეა, მაგრამ მე ვთვლი, რომ საამაყოა, რადგან ევროპული ლიტერატურა შემოჰქონდა საქართველოში. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და შემოვიყვანთ იმ ევროპულ ლიტერატურას და ჩვენც გავალთ ევროპაში. სულ ვფიქრობთ, ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ რას მოგვიტანს ეს მთავრობა, ან ის მთავრობა, ან ევროპა და ხელგაშლილი ვდგევართ, ველოდებით ან ვამბობთ რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ერთად ვთქვათ - გვეშველება. ვუშველით ჩვენ თავს და არა მხოლოდ ვუშველით, ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, იქ გვაქვს მისატანი თუნდაც ის ტოლერანტობა, რაც გვაქვს ამ ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics