14:30 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 22:18:06, 686 ნახვა

სპეციალური ანონსი
26 აგვისტოს სპეციალური ანონსი

26 აგვისტოს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია “ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის” ორგანიზებით, აფრიკელ პოლიტიკურ ლიდერთა დელეგაციისთვის კონფერენცია გაიმართება.
თემა: “საქართველოს რეფორმები - მაგალითი აფრიკისთვის?”.
მის.: გუდიაშვილის ქ. #7

26 აგვისტოს, 11:00 საათზე, "პირველის პრესკლუბში" "ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე და საარჩევნო პროცესებზე ბრიფინგს გამართავს. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. 
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

26 აგვისტოს, 11:30 საათზე, "პირველის პრესკლუბში" საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: საკრებულოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული. 
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

26 აგვისტოს, 12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კრწანისის მე-7 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ოდიშარია, შტაბის წევრებთან ერთად, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლს გაიღებს.
მის: გ. გულუას ქ. #4/2

26 აგვისტოს, 12:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამინისტროს შორის პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდება. საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

26 აგვისტოს, 13:00 საათზე, ზესტაფონში დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ილია კოკაიას წარდგენა გაიმართება.

26 აგვისტოს, 16.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს წევრები ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ საკითხზე თბილისის მერის დავით ნარმანიას მოხსენებას მოისმენენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics