|
2016-06-08 16:35:35, 704 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ და დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო „DAR CAPITAL“ -ი დაათვალიერეს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ხელვაჩაურში მოქმედი საწარმო ,,DAR CAPITAL"-ი დაათვალიერა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმოს, რომლის საწყისი კაპიტალი 2000 ლარს შეადგენდა, დღეისათვის 21000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გააჩნია, სადაც დაახლოებით 18000.00 კვ.მ-ზე საწარმოო დანიშნულების ობიექტებია განთავსებული; დღეისთვის კომპანიაში ახალი თანამედროვე ტიპის მანქანა-დანადგარებით აწყობილი 30-მდე საწარმოო ხაზი მუშაობს. მათივე ცნობით, კომპანია, სადაც სტაბილურადაა დასაქმებული ადგილობრივი მუშახელი, ორიენტირებულია მაღალ-ტექნოლოგიურ განვითარებაზე; საწარმოში განხორციელებულია დაახლოებით ათი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია; „DAR CAPITAL"-ი სხვადასხვა დასახელების სამშენებლო მასალებს აწარმოებს. კომპანია აქტიურადაა ჩართული პროექტში ,,აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ახალი საქმის დასაწყებად საკუთრებაში გადაეცა 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. კომპანია ქვეყნის შიდა ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია. მას გააჩნია საკუთარი, თანამედროვე სასაწყობე ფართი თავისი აღჭურვილობით, მსუბუქი და სატვირთო ტრანსპორტი, რითაც შეუფერხებლად ახორციელებს პროდუქციის მიწოდებას. ნედლეულის შეძენა ხდება როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე უცხოეთში. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 140-მდე თანამშრომელი. საწარმოში დასაქმებულთა ხელფასი თვეში საშუალოდ 600.00 ლარს შეადგენს. აღნიშნული საწარმო ახლო მომავალში აპირებს ახალი ინვესტიციების განხორციელებას, უზრუნველყოფს გარკვეული სახის საქონლის იმპორტის ჩანაცვლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)