15:35 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-27 14:10:38, 707 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინეს

სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის - "ბიძინა უნდა დაემხოს" წარმოთქმის გამო, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით ბრალი წარუდგინა.

"ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა [მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ], რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 თებერვალს ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომათა დარბაზში თქვა:

"მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება დასამხობია, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია... დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება".

იქამდე დეკემბრის თვეში თავდაცვის ყოფილ მინისტრს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩო ახალაია 4 თვეა პატიმრობაში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics