14:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 15:13:46, 580 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა 5 ეპიზოდში მონაწილეობასაც ედავება

საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განცხადება თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ გააკეთა.

პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პროკურატურა, სხვადასხვა პირებთან ერთად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მონაწილეობით ჯგუფური ძალადობის 5 ეპიზოდის დეტალებზე საუბრობს და ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს, მათ შორის პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალაში ჩანს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილი სხვადასხვა სახის იარაღით.

ძალადობის 5 ეპიზოდიდან ხუთივეში მონაწილეობს გიორგი რიკაძე; ოთხ ეპიზოდში მონაწილეობს დიმიტრი ჩიქოვანი; ალექსანდრე გაბაშვილი კი 2- ეპიზოდში.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ერთ-ერთი ძალადობრივი ეპიზოდის ამსახველი ვიდეო გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics