14:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-03 17:51:38, 853 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში შიდა პასპორტებით შესვლა აეკრძალათ

1 მარტიდან უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებს შიდა პასპორტებით შესვლა ეკრძალებათ.
„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის პრემიერ მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მიიღო.
მისი განმარტებით, ცვლილება უკრაინის საზრვარზე კონტროლის გამკაცრებას შეუწყობს ხელს და უკრაინის ნაციონალურ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.
არსენი იაცენუკმა, ასევე მიგრაციის სამსახურს დაავალა, რომ  უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეთა ყოფნის ხანგრძლივობა გააკონტროლონ.  
ცნიბისთვის, მთავრობათაშორისი შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიაზე დარჩენა მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.  
ასევე, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე რუსეთის მოქალაქეებს, მხოლოდ შიდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით შეეძლოთ უკრაინის საზღვრის გადაკვეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics