18:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 11:57:46, 561 ნახვა

მირდატ ქამადაძე - ბათუმში, 84-ე უბანთან მობილიზებულია სურსათით დატვირთული მიკროავტობუსი, „ოცნება“ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ამომრჩევლის მოსყიდვას.

მისი თქმით, ბათუმის 84-ე უბნის წინ სურსათით დატვირთული მიკროავტობუსია მობილიზებული.

„84-ე უბანზე ძალიან სამარცხვინო და გულისამრევი ფაქტი მოხდა. 84-ე უბნის წინ მობილიზებული იყო მიკროავტობუსები, რომელშიც დატვირთული იყო სურსათი, კარტოფილი, ხახვი და როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამ მეთოდებით აგრძელებს კვლავ ამომრჩევლის მოსყიდვას. ამ სამარცხვინო ფაქტის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება კადრულობს ჩვენი ამომრჩევლების მიმართ პასუხი მკვეთრია. მოდით არჩევნებზე და მხარი დაუჭირეთ ცვლილებებს.

მეორე ფაქტი დაფისქირდა ასევე ბათუმის უბნებში. მოგეხსნებათ, რომ კოვიდთან დაკავშირებით სპეციალური სიები არსებობს და ჰქონდა რამოდენიმე ფაქტს ადგილი. ჩვენმა წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ სპეც სიაში მითიტებულია ის ადამიანი, რომელმაც უნდა ისარგებლოს გადასატანი ყუთით, აღმოჩნდა საარჩევნო უბანზე და ცდილობდა ხმის მიცემას. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს კოვიდი გამოიყენოს არჩევნების გასაყალბებლად“, - განაცხადა მირდატ ქამადაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics